''ბათუმი'' დღეს სუპერ თასისთვის ''ქუთაისს'' დაუპირისპირდება

23 ოქტომბერი 2022, 11:59 615 ნახვა

2022-2023 წლების სუპერლიგის სეზონი 23 ოქტომბერს, ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასით გაიხსნება.

სუპერთასი ტრადიციულად სეზონის დასაწყისში იმართება,  რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის გამარჯვებული და საქართველოს თასის მფლობელი უპირისპირდებიან.

სუპერლიგის შარშანდელი ჩემპიონი „ქუთაისი 2010“-ია, ხოლო თასის გამარჯვებული „ბათუმი“, სწორედ ეს კლუბები იბრძოლებენ დღეს სუპერ თასისთვის.

მატჩი თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში 15:50 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში