ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ ერთი პირი დააკავეს

23 ოქტომბერი 2022, 12:02 628 ნახვა

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი.  გამოძიებით დადგინდა, რომ 35 წლის ბრალდებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, გუშინ თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 მოქალაქე. მათ საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში