სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

23 ოქტომბერი 2022, 10:31 593 ნახვა

23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, სამტრედიაში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის სახლში იყო გაწერილი, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკურნალ კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა.

მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში