აფეთქება თბილისში - დაკავებულს ბრალს ხვალ წარუდგენენ

23 ოქტომბერი 2022, 17:26 762 ნახვა

დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ლევან მარტიაშვილს ბრალს, სავარაუდო, ხვალ წარუდგენენ. აფეთქება თბილისში მოხდა.

ბრალდებულმა ხელყუმბარა 4 პირის მიმართულებით ისროლა, ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

35 წლის მამაკაცს უკვე შეხვდა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ლევან მარტიაშვილი არ ცდილობდა იმ პირების მოკვლას, რომლებთანაც მას ლაღიძის ქუჩაზე დაპირისპირება ჰქონდა. 

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ჰქონდა თუ არა ხელყუმბარა ბრალდებულს, ამ ნაწილში ის დუმილის უფლებას ირჩევს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში