"ნაპოლიმ" რომში "რომა" დაამარცხა

24 ოქტომბერი 2022, 09:57 675 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" რომში "რომას" ესტუმრა და 0-1 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა და "ნაპოლის" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

11 შეხვედრის შემდეგ ნეაპოლელები 29 ქულით იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მეორე ადგილზე მყოფ "მილანს" კი 26 ქულა აქვს.

სპალეტის გუნდი 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "რეინჯერსს" უმასპინძლებს, ხოლო 29 ოქტომბერს სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე"  "სასუელოს" მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში