ბირთვული საფრთხე მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება მომდინარეობდეს - ზელენსკი

24 ოქტომბერი 2022, 10:59 622 ნახვა

ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ რუსეთს შეუძლია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვარაუდი, რომელმაც  დასავლელ კოლეგებთან სატელეფონო ზარების დროს განაცხადა, რომ  უკრაინა სავარაუდოდ ემზადება  ბინძური ბომბის  გამოსაყენებლად მიმდინარე კონფლიქტში, ეს არის  ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც აღჭურვილია ბირთვული მასალებით.

"თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი ევროპის ამ ნაწილში - ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პიროვნება- და ეს პიროვნება არის ის, ვინც ამხანაგ შოიგუს უბრძანა  სადმე დაერეკა",- განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში