საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

24 ოქტომბერი 2022, 14:09 885 ნახვა

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი წალკასთან, სოფელი მამიშლარი და სოფელი სალამალეიქი იყო - ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კონკრეტულად კი, დღეს, თბილისის დროით 13:20 საათზე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო მეორე, 13:39 საათზე, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან  3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის ბიძგები დაფიქსირდა.

მიწისძვრით გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში