მისურის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლა მსხვერპლით დასრულდა

25 ოქტომბერი 2022, 09:56 538 ნახვა

ამერიკის  მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ  ცეცხლი გაუხსნა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდამსხმელი 20 წლის იყო და ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული.  დაღუპულებს შორის ორი ქალია.

პოლიცია მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან საავადმყოფოში გადაყვანილი რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში