დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გაანალიზონ - ზახაროვა

25 ოქტომბერი 2022, 10:07 526 ნახვა

მოსკოვი მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა  გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს მიწოდებული ინფორმაცია.

ზახაროვას  თქმით, ანგლო-საქსონურმა დუეტმა შექმნა კიდევ ერთი მონსტრი, რომელიც ამჟამად სამყაროს ყველაზე საშიში ზღვრისკენ უბიძგებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში