უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების დახმარების პროგრამა 6 თვით გახანგრძლივდა - ზურაბ აზარაშვილი

25 ოქტომბერი 2022, 15:06 506 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის 300 ლარიან ბინის ქირის დახმარებას უკრაინიდან ლტოლვილი 500-მდე ოჯახი იღებს, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას კი 1050-ზე მეტი ადამიანი.

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა 6 თვით გახანგრძლივდა.

„ჩვენი სახელმწიფო თებერვლის თვიდან აქტიურად დგას უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების გვერდით, 15 ივლისიდან დევნილების სააგენტოს გადმოებარა მათზე ზრუნვა, გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ, რომ სჭირდებათ დახმარება. ვეხმარებით როგორც ყოველთვიური ქირით, ასევე სოციალური დახმარებით. ეს არის ზუსტად იგივე განაკვეთები, რაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილებს აქვთ. 6 თვით მოვახდინეთ აღნიშნული პროგრამის გახანგრძლივება.

ივლისის შემდეგ 1.8 მილიონი ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები და ბინის ქირები. 200 000 ლარი დაგვიჯდა დროებითი საცხოვრებლები და 800 000 ლარამდე გადავიხადეთ მათ სამედიცინო სერვისებში, რომელიც საქართველოში სხვადასხვა კლინიკამ გაუწია. დღეისათვის 500 ოჯახი იღებს 300 ლარიან ბინის ქირას და 1050-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში