თორნიკე შენგელია მოედანზე 27 ოქტომბერს დაბრუნება

25 ოქტომბერი 2022, 16:02 919 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანს 27 ოქტომბერს დაუბრუნდება. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციია ავრცელებს.

ვირტუს ბოლონიას” ქართველი ფორვარდი სათამაშოდ მზადაა მას მოედანზე 27 ოქტომბერს, მადრიდში, “რეალთან” გასამართ ევროლიგის მატჩში ელოდებიან. შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, მხარი დაიზიანა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით თორნიკეს ოპერაცია ესაჭიროებოდა, მაგრამ ნაკრების კაპიტანს მხოლოდ სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა, თუმცა ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე ევრობასკეტის გამოტოვება მოუწია.

როგორც დაგეგმილი იყო, თორნიკე მოედანზე გასასვლელად ოქტომბრის ბოლოსთვის იქნებოდა მზად და ასეც მოხდა. შენგელიას დაბრუნებას მაყურებელი სწორედ მადრიდში იხილავს, სადაც “ბოლონიას” უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის სამეფო კლუბთან.

თორნიკე შენგელიას დაბრუნება საქართველოში ნაკრებისთვისაც დროულია, რადგან ნოემბერში საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი. საქართველო მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე 11-ში ისლანდიაში და 14-ში თბილისში, იტალიასთან ითამაშებს. 31 წლის თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას გაზაფხულზე, რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში