ბლინკენმა და სტოლტენბერგმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს

26 ოქტომბერი 2022, 10:17 443 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ბრალდებები განიხილეს, რომლის თანახმადაც უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

„ნატო-ს გენერალურ მდივანს ვესაუბრე, რათა განგვეხილა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი და დაგვეგმო რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, - წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს და ამაში მას ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო ეხმარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში