სავარაუდო კორუფციის ნიშნები ქობულეთში - „გამჭვირვალობის“ კვლევა

26 ოქტომბერი 2022, 14:32 592 ნახვა

სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე კვლევას აქვეყნებს   „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო„. დოკუმენტში საუბარია  ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე.  

კერძოდ, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ,  თვითმმართველობასა და  კომპანია  „ზომას“   შორის საეჭვო შესყიდვები და  ნეპოტიზმი ფიქსირდება.   

მალხაზ ჭკადუას  თქმით,   აღნიშნული  კომპანია  ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს , რასაც  ჭკადუა მერიასა და  კომპანიის დირექტორს შორის   ნაცნობობას   უკავშირებს.   კერძოდ, ირკვევა, რომ კომპანია „ზომა“-ს დირექტორი ოთარ ზოიძე   შპს  „ ქობულეთის წყლის“  ყოფილი ხელმძღვანელია , მისი მოადგილის  გია გოლიაძის მეუღლე - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.  

კვლევა  2010   წლიდან   2022    წლამდე   პერიოდს ეხება, როცა  არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით,  კომპანია  მუნიციპალიტეტის  გარეგანათებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს  ასრულებს.  ამ პერიოდში კი  მიღებული მილიონ  317 ათას 839 ლარიდან,   მილიონ  104   ათასზე  მეტი უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე მიიღო.  

დოკუმენტშ ასევე აუდიტის ანგარიშზეცაა საუბარი, რომლის მიხედვით „ზომა“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.   ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს  საკითხით დაინტერესებისკენ  მოუწოდებს.      

კვლევასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში