ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა

26 ოქტომბერი 2022, 17:43 442 ნახვა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

"ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი.

ასევე გადმოგვეცა ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის ომობდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა",- წერს ერმაკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში