რამზან კადიროვი მომხრეებს უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდებს

26 ოქტომბერი 2022, 19:50 751 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამ-არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდებს. ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ  რუსეთს მთელი უკრაინა ეკუთვნის და არა მარტო ის 4 რეგიონი, რომლის ანექსიაც უკვე მოახდინა.კადიროვი რუსეთში  ახლად მობილიზებულებს ურჩევს ნუ ჩივიან სამხედრო უნიფორმებისა და იარაღის ნაკლებობის გამო, არამედ საჭირო ნივთები და აღჭურვილობა უკრაინელებისგან აიღონ, რომლებსაც ებრძვიან.კადიროვის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ტყვედ არ უნდა აიყვანონ არამედ დახოცონ.რუსეთის პრეზიდენტისა და  უკრაინაში მისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთგულმა მხარდამჭერმა მისი საკუთარი ჩეჩნური რაზმების დიდი ნაწილი უკრაინაში საბრძოლველად უკვე გაგზავნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში