დაჭრის ფაქტი-დაკავებულია 1 პირი

27 ოქტომბერი 2022, 11:28 521 ნახვა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ის 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 23 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 1970 წელს დაბადებული კაცი  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში