ომი უკრაინაში

27 ოქტომბერი 2022, 11:32 452 ნახვა

რუსეთი განაგრძობს იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე. გვიან ღამით საჰაერო შეტევა განახორციელა კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაზე. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონშიც. მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს იზიუმში, რომელშიც 450-მდე ადამიანის ცხედარია დამარხული. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კი დონეცკის ოლქის დასახლებებში 48 მასობრივი სამარხია აღმოჩენილი. ამასთან, დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვიდეომიმართვაში ისაუბრა. აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი ტექნიკის დიდ დანაკარგს განიცდის, რომელსაც ვერ აღადგენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში