ირანში შიიტების სალოცავზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

27 ოქტომბერი 2022, 11:33 506 ნახვა

ირანში ქალაქ შირაზში, შიიტების სალოცავზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა  სახელმწიფომ“ აიღო. დაიჭრა კიდევ ათობით პირი სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით. ცეცხლი სამმა მამაკაცმა გახსნა, მათგან ორის დაკავება სამართალდამცველებმა შეძლეს. ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. სალოცავზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში