"კვარაცხელიას გაყიდვას არ ვაპირებ" - "ნაპოლის" დირექტორი

27 ოქტომბერი 2022, 14:25 1194 ნახვა

"ნაპოლის" დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის განცხადებით, კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს - ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრისიო რომანო "ტვიტერზე" ავრცელებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ბაზარზე მისი სახელი ნამდვილად არ იქნება”, - განაცხადა ჯუნტოლიმ.

ბოლო დღეებში სხვადასხვა გამოცემები წერდნენ რომ ხვიჩას შეძენა მადრიდის "რეალს" , "მანჩესტერ სიტის" და "პსჟ"-ს სურს. "ნაპოლის" დირექტორმა კი მკაფიოდ განაცხადა,რომ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი, 6 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია. "ნაპოლი" 29 ოქტომბერს იტალიის სერია A-ს 12 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "სასუელოს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში