დის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

27 ოქტომბერი 2022, 14:40 591 ნახვა

კახეთში დის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მამაკაცმა ქალს დაზიანებები თავის არეში მიაყენა. ცნობილია, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტს კიდევ ერთი ძმა შეესწრო, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნასვამი იყო. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში