დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

27 ოქტომბერი 2022, 14:41 751 ნახვა

საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან". 51 წლის ირაკლი ხახუბია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლეობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 5 წლის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი. მას დაუმორჩილებლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში