ბსუ-ს ახალი კორპუსი საფრთხის შემცველია-ანტიკორუფციული მოძრაობის განცხადება და უნივერსიტეტის პასუხი

27 ოქტომბერი 2022, 14:48 811 ნახვა

ანტიკორუფციული მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, რომ ლეონიძის #15 ნომერში ბსუ - ს ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა, მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა, თუმცა  საგანამანათლებო დაწესებულებაში ინფრასტურუქტურა მაინც დაზიანებულია. ანტიკორუფციულ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა 2021 წლის დეკემბერში მოამზადა.  აუდიტორის დასკვნის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სამშენებლო სტანდარტებს. ანტიკორუფციული მოძრაობა პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. უნივერსიტეტის იურისტის განმარტებით, უკევ მიმართეს მშენებელ კომპანიას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი სასამართლოს მიმართავენ.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში