დის მკვლელობის ბრალდებით ძმა დააკავეს

27 ოქტომბერი 2022, 18:09 749 ნახვა

კახეთში მომხდარი მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ მეზობლები. გამოძიების ინფორმაციით კი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ძმამ დას დაზიანებები თავის არეში მიაყენა, რომელსაც კიდევ ერთი ძმა შეესწრო, სავარაუდოდ, ასევე ნასვამ მდგომარეობაში. პოლიციამ ძმა ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში