თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

28 ოქტომბერი 2022, 11:24 1171 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, "CPMR"-ის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და "CPMR"-ის პრეზიდენტთან.

საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. "CPMR"-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.

2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა "CPMR"-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში