მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

28 ოქტომბერი 2022, 11:33 793 ნახვა

მეწყრული პროცესები 14 სხვადასხვა მისამართზე გააქტიურდა ხელვაჩაურშიც. სახლები და გზები დაიმეწყრა ოთხ სოფელში: მახინჯაურში, ორგაბათუმში, თხილნარსა და აჭარისწყალში. სტიქიის გამო ორი ოჯახს  საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ისინი  ადგილობრივმა მერიამ ქირით გადაიყვანა. მერის ინფორმაციით,   ამ დროისთვის დამეწყრილ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს , სულ 11 მიმართულებით. ზაზა დიასამიძის განცხადებით , სტიქიის ზონებს გეოლოგები სწავლობენ და სწორედ შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტს.მერიაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში