ბათუმის მერიაში დატბორვის თაობაზე 50-მდე შეტყობინება შევიდა

28 ოქტომბერი 2022, 11:35 1506 ნახვა

უხვი ნალექის  შედეგად ბათუმის მერიისა და სამაშველო სამსახურების ცხელ ხაზზე 50-მდე შეტყობინება შევიდა.  ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებთან დაკავშირებით.  ბათუმის მერიის ინფორმაციით, პრობლემური ტერიტორია  ე.წ. ჭაობის დასახლება იყო.  "ბათუმის წყალში“  გვეუბნებიან, რომ    სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთი ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს არ საჭიროებს. ქუჩების დატბორვის პარალელურად, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყრული პროცესი განვითარდა ურეხის დასახლებაში, დიდგორის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა.

ტერიტორია გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ.  მეწყრული პროცესი განვითარდა ხელვაჩაურშიც, რამდენიმე ლოკაციაზე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში