საინფორმაციო ცენტრები უკრაინელებისთვის

28 ოქტომბერი 2022, 11:39 504 ნახვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იწყებს საინფორმაციო ცენტრების მოწყობას უკრაინელებისათვის. საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უკრაინელებს  საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე მოხდება ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთების გადაცემა. საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე ლარსის გამშვებ პუნქტთან. უკრაინიდან დევნილთა მხარდაჭერის საინფორმაციო ცენტრის გახსნას  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დაესწრო.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში