სარფის საზღვარზე დააკავეს კაცი, რომელსაც სხეულზე დამაგრებული ყუთებით 1 100 ფუტკარი გადაჰყავდა

28 ოქტომბერი 2022, 14:48 822 ნახვა

დაკავებულია კაცი, რომელსაც სხეულზე დამაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა საქართველოდან თურქეთში. თურქული მედიის ცნობით, იგი თურქმა მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს. ირკვევა, რომ მას სხეულზე ხის 110 პატარა ყუთი ჰქონდა დამაგრებული. ეჭვმიტანილი დააკავეს. უცნობია იგი საქართველოს მოქალაქეა თუ თურქეთის. გარდა ამისა, სარფის საზღვარზე თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს.საბაჟოს თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ავტომანქანა დამატებითი საწვავის ავზზე მუშაობდა, რომელიც თაფლით სავსე ავზის გვერდით იყო დამაგრებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში