“ბაირაქტარის“ მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში საწარმოს მშენებლობას 2 წელში დაასრულებს

28 ოქტომბერი 2022, 14:56 564 ნახვა

უპილოტო საფრენი აპარატის “ბაირაქტარის“ მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში საწარმოს მშენებლობას 2 წელში დაასრულებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმაროიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა. თურქული კომპანიის მიერ წარმოებულმა უპოლოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ინტერვენციისას უკრაინის თავდაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.  თურქეთმა და უკრაინამ უპოლოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშნებელობის შესახებ ხელი  რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მოაწერეს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში