10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული მუქარა-დაკავებული ბრალს არ აღიარებს

28 ოქტომბერი 2022, 20:05 748 ნახვა

პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში