დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

29 ოქტომბერი 2022, 11:28 637 ნახვა

ძლიერი წვიმით გამოწვეულ პრობლემებს უკვე მესამე დღეა ებრძვიან აჭარაში. უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები საავტომობილო გზების გარდა საცხოვრებელ სახლებთანაც გააქტიურდა, ამ დროისთვის აჭარის მასშტაბით სამ ოჯახია ქირით გაყვანილი. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ და ამის შემდეგ დაზუსტდება, თუ რა სახის დახმარება გაეწევათ მათ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასუფთავება. სამუშაოებში ჩართულია, როგორც დეპარტამენტის სპეც. ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი. ამ ეტაპისათვის, უწყების ინფორმაციით, ყველა მიმართულებითაა გზა გახსნილი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში