ფილიპინებზე წყალდიდობასა და მეწყერებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

29 ოქტომბერი 2022, 14:24 462 ნახვა

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებში წყალდიდობასა და მეწყერებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.

სტიქიები ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია.

ტროპიკულ შტორმი „ნოგი“ ჩრდილოეთით, დედაქალაქი მანილასკენ გადაადგილდება. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში