ომბუდსმენი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების 5 შემთხვევას სწავლობს

29 ოქტომბერი 2022, 17:48 436 ნახვა

ომბუდსმენი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების 5 შემთხვევას სწავლობს და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები. სახალხო დამცველის თქმით, ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ; ომბუდსმენი საუბრობს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეც. „ საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 14-81-ზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში