ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის თასის შეხვედრაში გაიტანა

30 ოქტომბერი 2022, 10:57 1386 ნახვა

საფრანგეთის თაისის 1/128-ფინალურ ეტაპზე ზურიკო დავითაშვილის "ბორდო"  "სტად ბორდელეს" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად 0-3 დაამარცხა.

55-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა,რომლის რეალიზებაც თავად მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ ჟირონდელებმა 72-ე და 84 კიდევ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირეს.

დავითაშვილმა "ბორდოს" მაისურით ჯამში 6 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

"ბორდოს" მეტოქე თასის 1/64 ფინალში მოგვიანებით გაირკვა.
დავითაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 5 ნოემბერს გასვლაზე "ნიმის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში