უკრაინის პრეზიდენტი მარცვლეულის ექსპორტზე

30 ოქტომბერი 2022, 11:31 502 ნახვა

მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკი „დიდი ოცეულისა“ და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. მისი თქმით, რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის, ასევე რუსეთის განცხადება “საკმაოდ პროგნოზირებადი” იყო, ვინაიდან მოსკოვმა სასურსათო კრიზისის გააზრებულად გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც სურსათით სავსე უკრაინული გემების მოძრაობა დაბლოკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში