ქართველ მსაჯს წლის ბოლომდე საქმიანობა აეკრძალა

30 ოქტომბერი 2022, 11:38 587 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში „მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს  შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა. მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, არბიტრ თეიმურაზ კალაძეს  საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.„მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს გამართულ შეხვედრაში მთავარმა მსაჯმა თეიმურაზ კაკალაძემ რამდენიმე ეპიზოდში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო კი ტყიბულის "მეშახტემ" სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში