გაერო-ს და ევროკავშირის მოწოდება მოსკოვს

30 ოქტომბერი 2022, 14:45 528 ნახვა

რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას გამოხმაურება მოჰყვა შტატებში. აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას "სრულად აღმაშფოთებელი" უწოდა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "საკვებს იარაღად აქცევს" .სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. რ უსეთის გადაწყვეტილებაზე კომენტარები გაკეთდა გაერო-სა და ევროკავშირშიც.გაერო-ს ოფიციალური პირების განცხადებით  ისინი რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე არიან. ასევე აღნიშნავენ, რომ შეთანხმების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლელულის ინიციატივას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი, რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის და ზელენსკი „დიდი ოცეულისა“ და გაერო-ს მკაცრ რეაქციას ელოდება.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში