მეწყერი დოლოგანში

30 ოქტომბერი 2022, 17:49 992 ნახვა

საცხოვრებელი სახლი დაუზიანა მეწყერმა ქედაში საფარიძეებს. დაზარალებული ოჯახი ტერიტორიის შესწავლას, დაზიანებული სახლის დემონტაჟს და უსაფრთხო ადგილას განსახლებას ითხოვს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.მეწყრული პროცესების კვლავ გააქტიურების რისკზე დოლოგანში მცხოვრები კიდევ სამი ოჯახი საუბრობს.ამბობენ, რომ საფრთხე მათ საცხოვრებელ სახლებსაც ემუქრებათ. ირკვევა, რომ ქედის მერი  საფარიძეების პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა გვეუბნება, რომ დახმარების საკითხი  სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად გადაწყდება, და რომ დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს .რაც შეეხება დამატებით სამ ოჯახს,როლანდ ბერიძე ამბობს, რომ მათ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში