ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა

31 ოქტომბერი 2022, 10:32 513 ნახვა

ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის გუჯარატის შტატის ქალაქ მორბიში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. რემონტის გამო, ხიდი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი და გასულ კვირას გაიხსნა.

შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში