რუსეთი დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით-ზელენსკი

31 ოქტომბერი 2022, 11:55 444 ნახვა

უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული საოკუპაციო ჯარების სასტიკი შეტევა მოიგერეს-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი  თქმით,  დასავლეთ უკრაინის ჩოპის სამხედრო ნაწილმა განახორციელა სამხედრო ოპერაცია, თუმცა შეტაკებების ადგილი არ დაუკოკრეტებია. დღეს მათ აღკვეთეს მოწინააღმდეგის სასტიკი თავდასხმა - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ რუსული შეტევა მოგერიებულია. ზელენსკიმ ასევე  განაცხადა, რომ უკრაინის გაცვლის ფონდი შეივსო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს. დონეცკის ოლქში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქ ბახმუტსა და ავდიივკას ირგვლივ მიმდინარეობდა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში