უკრაინიდან ხორბლის გატანის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ შეთანხმებას რუსეთის გარეშე მიაღწიეს. მათ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მყოფი 14 გემის გადაადგილების გეგმა შეათანხმეს. ასევე, კიდევ 40 სატვირთო გემის ინსპექცია ჩატარდება. რუსეთის ფედერაცია ხორბლის შეთანხმებიდან იმის შემდეგ გავიდა, რაც სევასტოპოლის პორტში მისი სამხედრო ფლოტის რამდენიმე ხომალდი აფეთქდა. მოსკოვმა თავდასხმაში უკრაინა და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა. ამჟამად გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთთან აქტიურ მოლაპარაკებას მართავს, რათა ის ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს. უკრაინა კი რუსეთს ხორბლის შეთანხმების განზრახ ჩაშლაში ადანაშაულებს.