ფილიპინებში ტროპიკულმა ქარიშხალმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

31 ოქტომბერი 2022, 12:00 466 ნახვა

ფილიპინებში ტროპიკული ქარიშხლის „ნალგას“ შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ძლიერი წყალდიდობა და მეწყრული მოვლენები გამოიწვია. 31 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული, 48  კი - დაშავებულია. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიური უბედურების ზონიდან 170 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „ნალგა“ ფილიპინებში ყველაზე მომაკვდინებელი ციკლონია. ფილიპინებზე ყოველწლიურად საშუალოდ 20 ტროპიკული ქარიშხალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში