ბრაზილიის პრეზიდენტი ისევ ლულა და სილვა გახდა

31 ოქტომბერი 2022, 12:01 470 ნახვა

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა. მას მხარი მოქალაქეების 50,9%-მა დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან მოქმედი პრეზიდენტი მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჟაირ ბოლსონაროსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლეობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ ლულას საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი წინააღმდეგობა ექნება. ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით, 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე იკავებდა. 2018 წელს ის კორუფციისთვის გაასამართლეს, რამაც ხელი შეუშალა მას ახალი ვადით კენჭისყრაში. გასული წლის მარტში განაჩენი გაუქმდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში