გამამართლებელი განაჩენი

31 ოქტომბერი 2022, 15:38 663 ნახვა

პროკურატურამ კიდევ ერთი ყოფილი პოლიტპატიმრის დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული კი გაამართლეს.უწყების ინფრომციით, გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში კაკო შუბითიძის საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი გამოძიება, დადგინდა სრულიად ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენდა,  რომ კაკო შუბითიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით და, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა.  დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 457 პირი, რომელთაგან 323 პირს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 მილიონი ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში