ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 პირი დააკავეს

01 ნოემბერი 2022, 10:26 583 ნახვა

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 პირი დააკავეს. ბრალდებულები არიან ხიდის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. რემონტის გამო, ხიდი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი. ხიდი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახსნეს.

ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას 141-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში