ზელენსკი შოლცს და გუტერეშს ტელეფონით ესაუბრა

01 ნოემბერი 2022, 11:37 520 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და მადლობა გადაუხადა მას სამხედრო მხარდაჭერისთვის. სატელეფონო საუბრისას შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას. ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში  თქვა, რომ ტელეფონით  ასევე დაუკავშირდა გაეროს გენერალურ მდივანს  და გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზნით რუსეთის მცდელობებზე  ესაუბრა. ზელენსკის თქმით, უკრაინული ენერგოობიექტების წინააღმდეგ ტერორი და რუსეთის მცდელობა, გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი არის აშკარა მტკიცებულებები, რომ რუსეთი მომავალშიც დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებას. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში წყლისა და ენერგომომარაგების აღსადგენად  და კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას-განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში