რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა დროებით შეაჩერა-პუტინი

01 ნოემბერი 2022, 11:37 516 ნახვა

ორშაბათს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმები  ნაწილობრივ პასუხი იყო გასულ შაბათ-კვირას შავი ზღვის ფლოტზე დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე-ამის შესახებ  ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიანიშნა, რომ რუსეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით ექსპორტს,რუსეთი არ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, არამედ აჩერებს მას-აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.ორშაბათს უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 12 გემმა დატოვა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთიშეთანხმებიდან გავიდა. მოსკოვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ნატოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში