ბაიდენის კრიტიკა

01 ნოემბერი 2022, 11:37 527 ნახვა

ბაიდენი ნავთობ და გაზის კომპანიებს აკრიტიკებს და მოუწოდებს შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ბაიდენის განცხადებით,მსხვილი ნავთობკომპანიები დიდ შემოსავალს იღებენ მაშინ, როცა ინფლაციით დაზარალებული ამერიკელები ავტმობილების გასამართად სოლიდურ თანხას იხდიან. თუკი ეს კომპანიები ამ მოგებას მომხმარებლებს გადასცემენ, საწვავის ფასი დაახლოებით 50 ცენტით შემცირდება-ამბობს ბაიდენი.განცხადება პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა.არჩევნების შედეგად გადაწყდება, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში