აეროფოტო და საველე მონაცემების მართვა-საინფორმაციო შეხვედრა

01 ნოემბერი 2022, 11:40 962 ნახვა

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კოსმოსური სატელიტებიდან მიღებული აეროფოტო და საველე მონაცემების მართვის შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული კვლევების,  მიგნებების,შედეგების და მომავალი თანამშრომლობის გზების გაცნობა იყო. მთავარ სადისკუსიო საკითხებს შორის იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის ცვლილები, ტყის საფარის ცვლილება, ჭაობისა და მოტივტივე მცენარეულობის შეფასება, წყლის დაბინძურება.ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ონლაინ პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და სპეციალისტს სთავაზობს მარტივად გამოსაყენებელ და ადვილად ხელმისაწვდომ უფასო ონლაინ სერვისებს. პლატფორმაში ინტეგრირებულია კოსმოსური სატელიტებით, დისტანციური ზონდირებითა და საველე კვლევებით მიღებული ინფორმაცია.ვებაპლიკაციით შესაძლებელია არსებული აეროფოტოთი გადაღების გამოსახულბის მართვა,  გრაფიკის შედგენა, მონაცემების შეგროვება.შეხვედრა პროექტის „გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის დახმარებით“ ფარგლებში გაიმართა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში