მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

01 ნოემბერი 2022, 14:31 679 ნახვა

იმოგზაურე ტაო-კლარჯეთში -თურქეთში არსებული ქართული ტაძრების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული ტური საგანმანათლებლოსთან ერთად საქველმოქმედოც გახდა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ტურის ხელმძღვანელებმა გაიცნეს წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების სურვილი აქვს, მაგრამ გადასახადის გამო ვერ ახერხებს. ალიოსმან ქიბარ-მჭედლიშვილს, მშობლიური ენის საფუძვლიანად შესწავლა, როგორც ამბობს, თურქეთში ქართული ენის გადასარჩენად სურს. ტაოს სოფელ ხევაიში მცხოვრებ ახალგაზრდა ჩვენებურს ტურის „იმოგზაურე ტაო-კლარჯეთში“ ტურის ორგანიზატორები დაეხმარებიან. მათ შორის ისტორიკოსი როინ მალაყმაძე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლებზე წლებია მუშაობს. ტაო-კლარჯეთში ჩვენმა ჯგუფმა იმოგზაუარა და რეპორტაჟს 8 საათიან მთავარში ნახავთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში